loader

"ყოველი ეტაპირების დროს, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" - არჩილ მუსელიანცი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყოველი ეტაპირების დროს, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" - არჩილ მუსელიანცი

"მე არ მეძლევა სრულფასოვანი თავდაცვის უფლება... ყოველი ეტაპირების დროს სასამართლოში და სასამართლოდან, ხდება ჩემი სრულიად გაშიშვლება" - განაცხადა კამერების დაზიანების ბრალდებით დაკავებულმა არჩილ მუსელიანცმა სასამართლოში.

შეგახსენებთ, არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს მიმდინარე აქციების ფარგლებში დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში არჩილ მუსელიანცს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.