loader

“მზად ვარ ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“ - თინა ბოკუჩავა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“მზად ვარ ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან არასდროს მიმიღია“ - თინა ბოკუჩავა

მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო წესით, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია,- ასე უპასუხა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ბიუჯეტიდან მისთვის თანხა გაიხარჯა.

ბოკუჩავა აღნიშნულს ცილისწამებას უწოდებს, რომელიც მისივე თქმით, შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიძიოს.

„არცერთი მტკიცებულება არ არსებობს აღნიშნულთან დაკავშირებით. ეს არის სრული ცილისწამება, რასაც ვისმენ 2012 წლიდან. ცილისწამება, რომელიც შემდგომ დამოუკიდებელმა სასამართლომ აუცილებლად უნდა გამოიძიოს. მე მზად ვარ, ეს იქნება კონსტიტუციის, სამოქალაქო, თუ რელიგიური წესით ბიბლიის წინაშე ნებისმიერი ფიცი დავდო, რომ არანაირი ტელეფონი საქართველოს არცერთი პრეზიდენტის, მათ შორის არც მესამე პრეზიდენტის მხრიდან მე, თინათინ ბოკუჩავას არასდროს, არცერთ წელს არ მიმიღია. ამიტომ, ამ ცილისწამებაზე და ამ ბრალდებაზე აუცილებლად მოვითხოვ პასუხს შესაბამისი პირების მხრიდან, მას შემდეგ, რაც საქართველოს ექნება დამოუკიდებელი სასამართლო. ამაზე პასუხს აუცილებლად მოვითხოვ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, პროკურატურა მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სდსს-ს ყოფილ ხელმძღვანელს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ედავებოდა. პროკურატურის მტკიცებით, ხარჯები 3 წლისა და 9 თვის განმავლობაში 9 მილიონზე მეტ დანახარჯს მოიცავს და აქ ძირითადად, წარმოდგენილი იყო მთავრობის შემადგენლობა, იმჟამინდელი პოლიტიკოსები, მათთან დაკავშირებული პირები. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, „თინა ბოკუჩავასთვის IPhone-ის მობილური ტელეფონის შესაძენად გადახდილია 1600 ლარი“.