"რამდენიმე წუთის წინ წერილი მივიღეთ საპყრობილიდან" - მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე მისთვის განაჩენის გამოცხადებას წერილით ეხმაურება, რომელიც თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან წაიკითხა
მიხეილ სააკაშვილი ე.წ. პიჯაკების საქმეზე მისთვის განაჩენის გამოცხადებას წერილით ეხმაურება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან წაიკითხა.
"რამხელა სიურპრიზია ოლიგარქის განაჩენი არა?
დამპყრობლის ნება პირდაპირ აღსრულდა, ეს არის მათი პასუხი იმაზე რომ არ ჩავაბარე საქართველო, იმისთვის რომ პირველად საუკუნეების განმავლობაში გავბედეთ და ჩამოვაყალიბეთ წარმატებული ქართული სახელმწიფო.
მას შემდეგ რაც ვერაფერი ვერ მიპოვეს, პრაქტიკულად სამუდამო პატიმრობა მომისაჯეს საპრეზიდენტო ოფისის ოფიციალური ხარჯებისთვის.
ასე ისჯება ივანიშვილის მაფიოზური კლანის მიერ ქვეყნისთვის თავდადება და სამშობლოს სიყვარული", - წერია სააკაშვილის წერილში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, სდსს-ს ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას კი 300 ათას ლარიანი ჯარიმა დააკისრა.