"ხმა საერთოდ დავკარგე, "კვარზეა" ნათქვამი; აქაც მე ვარ - იქაც მე ვარ..." - რა ხდებოდა წუხანდელი დაძაბული მატჩის შემდეგ?
ლივერპულში, "ენფილდზე" გამართულ დაძაბულ და დრამატულ მატჩში "ლივერპულსა" და "პარი სენ-ჟერმენს შორის", გამარჯვებული 11-მეტრიანების შემდეგ გამოვლინდა - "კვარა" და კამპანია ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ითამაშებენ.
პირველი თამაში პარიზში ლივერპულელთა გამარჯვებით 0-1 დასრულდა. საპასუხო მატჩის წინ კი პსჟ-ს მთავარი მწვრთნელი, ლუის ენრიკე ამბობდა, რომ "მათ შეეძლოთ ენფილდზე ქამბექი".
"ქამბექი ენფილდზე? რა თქმა უნდა, შეგვიძლია, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - ამბობდა პარიზელების მთავარი მწვრთნელი.მატჩის მე-13 წუთზე უსმან დემბელემ პსჟ დააწინაურა და ძირითად დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. დაინიშნა დამატებითი დრო და საბოლოოდ, ყველაფერი 11-მეტრიანების სერიამ გადაწყვიტა, რომელიც პსჟ-ს გამარჯვებით 1-4 დასრულდა.
მართალია, პარიზელების ქართველ გარემარბს, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი არ გაუტანია, თუმცა ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჰქონდა.