როგორი იქნება ახალი პირადობის მოწმობა? - იუსტიციის მინისტრის ბრძანება 4 ივნისიდან ამოქმედდება
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ასევე დროებითი და მუდმივი ბინადრობის, დროებითი საიდენტიფიკაციო ელექტრონული მოწმობის ვიზუალი იცვლება.
მოწმობაში დატანილი იქნება QR კოდი, რომლიც ინფორმაციის ონლაინ გადამოწმებას გახდის შესაძლებელს.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ბრძანება 2025 წლის 4 ივნისიდან ამოქმედდება.
რაც შეეხება ძველ მოწმობებს ანუ ახალი ბრძანების ამოქმედებამდე გაცემულ შესაბამისი მოწმობებს, ისინი კანონმდებლობით განსაზღვრული ვადით მოქმედებს.