"ქალის განწირული ხმა ისმოდა, ძმას უნახავს მანქანაში გარდაცვლილი" - ახალი დეტალები გლდანში მომხდარ ტრაგედიაზე
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, გლდანში, მეშვიდე მიკრორაიონში, ავტომობილში ახალგაზრდა ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივი ამბობს, იგი 30 წლის იყო და გლდანში, ამავე მიკრორაიონში ცხოვრობდა.
"საშინელი ვითარება იყო, ქალის განწირული ხმა ისმოდა გლდანის მეშვიდე მიკროში, აშკარა იყო, რომ ოჯახის წევრი გარდაეცვალა. სასწრაფო და პოლიცია მოსული იყო. ბევრი ხალხიც ირეოდა, როგორც გავარკვიე, ახალგაზრდა ბიჭი ძმას უნახავს მანქანაში გარდაცვლილი. მეშვიდე მიკროში ცხოვრობდაო, სახლთან ახლოს არის ნაპოვნი. გარდაცვალების მიზეზი ჩემთვის უცნობია. ბევრი ხალხი ირეოდა და ახლოს ვერ მივედი. მგონი ექსპერტიზაზე გადაასვენეს და ალბათ გაარკვევენ, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი",- ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
სავარაუდოდ, ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.