„ასე გახდა ეს მანქანა ჩემი საკუთრება!“ - რას ამბობს "ტიკტოკერი" ქეთი ქველაძე?
ცნობილი "ტიკ-ტოკერი", ქეთი ქველაძე ახალ მანქანასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ბევრი მეკითხებით, რა მიეციო... კი გითხარით "ვლოგებში", მაგრამ მოდი, ახლა დეტალურად გეტყვით. მანქანა იყიდებოდა $4100. შემდეგ მეპატრონემ დააკლო და როცა იყიდებოდა 3800 დოლარად, სწორედ მაშინ მივაგენით მე და ლიკამ. დავინახე თუ არა, ჩემი გული დაიპყრო!
ღამე იყო, მანქანის ბაზრობაზე რომ მივედით, თუმცა სიბნელის მიუხედავად, შორიდანვე ამას დავადგი თვალი. 3800 დოლარს ვერ მივცემდი, რადგან აღარ მრჩებოდა. ლიკამ დაურეკა მეპატრონეს, ბოლო ფასი მითხარიო… მეპატრონემ 3600-ად წაიყვანე ამაღამვეო… 3500$ და ამაღამვე მიგვყავსო… მეპატრონე დაგვთანხმდა, ოღონდ დილითო და ასე გახდა ეს მანქანა ჩემი საკუთრება! მე არ შემიძლია ვაჭრობა… ლიკას წყალობით, 3500$ მომცა მესაკუთრემ... გაახაროს ღმერთმა, კარგი კაცია, სულ მშვიდად ევლოს…
ეს ის მომენტია, როცა დავინახე და მივხვდი, რომ ეს ჩემია, მე კი მისი პატრონი! მანქანა ჩამოყვანილია საზღვარგარეთიდან. ტექდათვალიერება გავლილი აქვს მაისამდე, არის ავტომატიკა, მარცხენა საჭე… მანქანის ნაწილებზე საუბარი ჩემთვის, ჯერჯერობით, ჩინური ენაა. ერთადერთი მინუსი რაცაა, უკუსვლით ვერ დავდივარ...“ - წერს ქეთი ქველაძე.