"გავდიოდი სასამართლოს შენობიდან და მადგება 20 პირი... სჯობს, ტელევიზიებს ვაჩვენო, რა მიდევს ჯიბეში" - ირაკლი პაპიაშვილი
"გავდიოდი სასამართლოს შენობიდან და მადგება 20 პირი. ჯობს, ტელევიზიებს ვაჩვენო, რა მიდევს ჯიბეში" - განუცხადა დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში ბრალდებულმა ბიზნესმენმა, ირაკლი პაპიაშვილმა ჟურნალისტებს.
ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ოთახში ირაკლი პაპიაშვილის გადაუდებელი ჩხრეკა მიმდინარეობს. ამასთან, პაპიაშვილის ინფორმაციით, პარალელურად ჩხრეკა ტარდება ქსნის ქუჩაზე მდებარე მის საცხოვრებელ სახლშიც.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა, ბრალდებულის ადვოკატს, გიორგი ყაველაშვილს განუცხადა, ჩხრეკა შესაბამისი დადგენილების საფუძველზე ტარდება.
თავის მხრივ, ადვოკატის ინფორმაციით, დადგენილებაში წერია, რომ მასთან, შესაძლოა, საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის ნივთები, ელექტრონული ინფორმაციები და მოწყობილობები ინახებოდეს, ამიტომ მისი გადაუდებელი ჩხრეკა უნდა ჩატარებულიყო.