loader

გადაწყვეტილება, რომელიც 1-ლი მაისიდან ამოქმედდება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გადაწყვეტილება, რომელიც 1-ლი მაისიდან ამოქმედდება

სესხის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიო მცირდება.

"ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში" ცვლილებები ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ძალაში 1-ლი მაისიდან შევა.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ცვლილებების მიხედვით, ფიზიკური პირებისა და ორ მილიონ ლარამდე მოცულობის ჯამური ვალდებულებების მქონე იურიდიული პირებისთვის სესხის/კრედიტის სხვა ფინანსური ორგანიზაციიდან სრული ან ნაწილობრივი რეფინანსირების შემთხვევაში წინსწრების საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა ნაცვლად დღეს არსებული 2%-ისა 0.5%-მდე მცირდება.

"ცვლილებების შედეგად შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.

მნიშვნელოვანია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით, პირველად, დოკუმენტალურ ოპერაციებზე (აკრედიტივი, დოკუმენტალური ინკასო, საბანკო გარანტია, აქცეპტები და სხვა), წინსწრებით დაფარვის საკომისიოს ზედა ზღვარი 2%-ის ოდენობით განისაზღვრა. ვინაიდან ეს საკითხი დოკუმენტალურ ოპერაციებთან მიმართებით დღემდე რეგულირებული არ იყო და პრაქტიკაში უფრო მაღალი საკომისიოების დაწესების შემთხვევებიც გვხვდებოდა, სებ-მა მიზანშეწონილად ჩათვალა მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესში შესაბამისი ცვლილებები შესულიყო" - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.