საქართველოს რაგბის კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს რაგბის კავშირი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:
"გარდაიცვალა ნიკა მატკავა, ბორჯღალოსანი ლუკა მატკავას ძმა.
ქართული რაგბის ოჯახის სახელით დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ ნიკა მატკავას გარდაცვალების გამო.
ვუსამძიმრებთ ოჯახს, მის ახლობლებსა და მეგობრებს.
გამაგრდი, მატკო," - წერია სამძიმრის წერილში.