loader

"ამას საპენსიო სააგენტო გვეტყვის - ალბათ, მისი ოდენობა 60-80 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება" - რას წერს რომან გოცირიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ამას საპენსიო სააგენტო გვეტყვის - ალბათ, მისი ოდენობა 60-80 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება" - რას წერს რომან გოცირიძე?

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

"ამერიკის საფონდო ბირჟებზე აქციების ფასის მნიშვნელოვანმა ვარდნამ, სამწუხაროდ, საქართველოს საპენსიო ფონდზეც მოახდინა ცუდი ზემოქმედება. მისი აქტიvების დაახლოებით 18 პროცენტი იმ უცხოური კომპანიების აქციებშია განთავსებული, რომელთა ღირებულება განსაკუთრებით შემცირდა. მათ შორის, რეკორდსმენებია ტესლა და ენვიდია. ამ უკანასკნელის აქციების ფასის კლება განსაკუთრებით მტკივნეულია, რადგან მისი წილი უცხოურ განთავსებებში მეორეა სიდიდით (ეფლის შემდეგ).

თუ რამდენი მილიონი ლარი დაკარგა საქართველოს საპენსიო ფონდმა ბოლო 3-4 თვეში, ტრამპის მიერ სატარიფო ომის გამოცხადებიდან, ამას საპენსიო სააგენტო გვეტყვის. ალბათ, მისი ოდენობა 60-80 მილიონი ლარის ფარგლებში იქნება. დამამშვიდებელი ის შეიძლება იყოს, რომ წლიურ ჭრილში არ იქნება კლება, პირიქით, დღევანდელი მდგომარეობით მოხდება მისი მცირეოდენი ზრდა. მერე რა იქნება, არაა ადვილი ამის თქმა" - წერს რომან გოცირიძე.