loader

"ყურის, ფილტვების და ტვინის ანთებითაც კი რთულდება! ის არ არის მარტივი და სახუმარო ინფექცია“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყურის, ფილტვების და ტვინის ანთებითაც კი რთულდება! ის არ არის მარტივი და სახუმარო ინფექცია“ - პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი მშობლებს აფრთხილებს.

"მეგობრებო, დაიწყო ყვავილობის პროცესი და გავრცელდა ალერგიული რეაქციებიც, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, თქვენი შიში ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ინფექციურ დაავადებებს, ძირითადად წითელა გაშინებთ!

რა არის წითელა?

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ინტოქსიკაცია, ჰიპერთერმია, თვალის ლორწოვანების ანთებითი პროცესი, კვანძოვან-ლაქოვანი გამონაყარი ჯერ სახეზე და შემდგომ მთელ ტანზე ეტაპობრივი გავრცელება, ხველა, სურდო, ლოყის ლორწოვანზე მოთეთრო ფერის ლაქები, ქუთუთოების შეწითლება და შეშუპება.

მისი ფარული პერიოდი 10 დღემდე გრძელდება. გამონაყარი და კლინიკური სიმპტომატიკაც 10 დღემდე გრძელდება. ძირითადად ავადობენ 1-დან 5 წლამდე ბავშვები.

წითელა ხშირად რთულდება ყურის, ფილტვების და ტვინის ანთებითაც კი. ის არ არის მარტივი და სახუმარო ინფექცია, ამიტომაც მის წინააღმდეგ ტარდება ვაქცინაცია 1 წლის და 5 წლის ასაკში (ვაქცინაციის ეროვნული კალენდრის მიხედვით).

აცერით და დაიცავით თქვენი შვილები. გამონაყარის შემთხვევაში, მიმართეთ ან დაუკავშირდით თქვენს ექიმს, რომელიც მოახდენს პროცესის დიფერენცირებას! ჯანმრთელობას გისურვებთ!" - წერს ინგა მამუჩიშვილი.