"რაიმე უბედური შემთხვევა არ მოხდეს" - რა კადრები ვრცელდება ვარკეთილიდან, სადაც ჩანს რომ მაღალსართულიანი კორპუსის სახურავზე მოზარდები იმყოფებიან
"ვარკეთილში, სუხიშვილის 26 ნომერში მდებარე ერთ-ერთი კორპუსის სახურავზე ბავშვები ხშირად იკრიბებიან. ასეთ დროს კორპუსის მაცხოვრებლებმა უნდა უზრუნველყონ სახურავის დახურვა, რათა სამომავლოდ რაიმე უბედური შემთხვევა არ მოხდეს" - ამის შესახებ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
წყარო: "ჩემი ქალაქი მკლავს"