loader

სტუდენტების ინფორმაციით, თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში მონაწილეებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტუდენტების ინფორმაციით, თეატრალურმა უნივერსიტეტმა პროტესტში მონაწილეებს სტუდენტის სტატუსი შეუჩერა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილეობის გამო, სტუდენტის სტატუსი შეუწყვიტეს. აღნიშნულის შესახებ ერთ-ერთი სტუდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს პროტესტში მყოფი სტუდენტების ნაწილს მოგვივიდა „მეილი“ უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან, რომელიც იუწყება, რომ სტუდენტის სტატუსი შეგვიწყდა“, - წერს სტუდენტი.

აღნიშნულ საკითხზე „ინტერპრესნიუსი“ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორთან, გიორგი შალუტაშვილთან დაკავშირებას ცდილობს.