loader

თქვენთვის წერილია, რომელიც 25 წელი გელოდათ!..- "კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტი: გზავნილს წარსულიდან 3000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს; პროექტის - „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში გაიმართება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თქვენთვის წერილია, რომელიც 25 წელი გელოდათ!..- "კვირის პალიტრის" უნიკალური პროექტი: გზავნილს წარსულიდან 3000-ზე მეტი ადამიანი მიიღებს; პროექტის - „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში გაიმართება

„კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში, 2005 და 2010 წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ გაიხსნება სკივრი, საიდანაც ადრესატები 2000 წელს მათთვის გაგზავნილ წერილებს მიიღებენ.

უფრო კონკრეტულად, „კვირის პალიტრის“ პროექტის - „გზავნილი მომავალში“ მორიგი ეტაპის პრეზენტაცია დღეს, საქართველოს ეროვნული არქივის შენობაში გაიმართება.

პროექტი 2000 წელს დაიწყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო წერილი დაეწერა ოჯახის წევრისთვის, მეგობრისთვის, ახლობლისთვის თუ ზოგადად, ქვეყნისთვის, რომელსაც ადრესატი, წერილის ავტორის სურვილისამებრ, 5, 10, 25, 50 ან 100 წლის შემდეგ მიიღებდა და მიიღებს. წერილები მოთავსდა სპეციალურ სკივრში და შესანახად მიებარა ეროვნულ არქივს. პროექტის „გზავნილი მომავალში“ ფარგლებში სკივრი უკვე გაიხსნა 2005 და 2010 წლებში, ადრესატებს წარსულიდან მიწერილი წერილები გადაეცათ. 10 მარტს სკივრი კიდევ ერთხელ გაიხსნება და ამჯერად ადრესატები მიიღებენ წერილებს, რომლებიც მათ 25 წლის წინ გაუგზავნეს. წერილების გამგზავნებისა და ადრესატების ვინაობა გამოქვეყნდება გაზეთ „კვირის პალიტრის“ 17 მარტის ნომერში და ვებგვერდზე www.kvirispalitra.ge.