შემზარავი ფაქტი კახეთში - 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა, კაცი მსხვერპლის უმცროს დაზეც ძალადობდა
"კურიერი P.S - ის"ინფორმაციით, 14 წლის გოგონამ შვილი 50 წლის კაცისგან გააჩინა.
ამბავი მაშინ გახმაურდა, როდესაც ბავშვი დედა გახდა. გამოძიებაც კლინიკიდან მიწოდებული ინფორმაციით დაიწყო.
ძიების პროცესში გაირკვა, რომ 50 წლის კაცი სექსუალურად ძალადობდა მსხვერპლის უმცროს დაზეც.
კაცი პედოფილის სტატუსით დააკავეს. თელავის სასამართლომ ის ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო.
გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანი დების შემზარავი ისტორია 2 წელი გრძელდებოდა.
წყარო : "კურიერი P.S"