ძველ თბილისში ხანძარი გაჩნდა - არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მიტოვებულ შენობას გაუჩნდა
ძველ თბილისში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ხანძარი იყო.
როგორც შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის, ლოკალიზებულია.
ამავე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.