"ნუღა გვაწუხებს, შეეგუოს..." - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?
თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"მოედანი ცალკე გასულა და პარტიას აფუძნებს.
წარმატებებს ვუსურვებ.
ეგებ მამუკა ხაზარაძეც დაგვეხსნას ამ ოთხ ბარიერ გადალახული პარტიით, ნუღა გვაწუხებს:
1. შეეგუოს, რომ ჩაუვარდა ინვესტიცია.
2. შეეგუოს, რომ პოლიტიკური ბანკროტია და ვერც იმას აერთიანებს, ვისაც ფული ახარჯა.
3. შეწყვიტოს ოპოზიციაში კუდიანების ძიება და ცილისმწამებლური კამპანიები ოპოზიციური პარტიების მიმართ
4. გაიაზროს, რომ თან ერთიანობას ითხოვდე და თან ვისაც ერთიანობას თხოვ, რუსულ პროექტად რაცხავდე, თავად აყენებს უხერხულ მდგომარეობაში." -წერს თამარ ჩერგოლეიშვილი