"შხამად შეგარგებთ ამ 101 დღეს! ვერ გაგვექცევით ქალებს! არ გაღირსებთ ქალები ჩუმ მშვიდობას" - ქალების მანიფესტი, რომელიც პარლამენტის წინ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ წაიკითხა
პარლამენტის წინ მსახიობმა ეკა დემეტრაძემ ქალების მანიფესტი წაიკითხა.
ცნობისთვის, "ქალები რეჟიმის წინააღმდეგ!" – ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში ერთდროულად ქალების მარში გაიმართა.
ამ წუთებში პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.
პროტესტის 101-ე დღესაც მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია: დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.
დემონსტრანტები სკანდირებენ: „ცეცხლი ოლიგარქიას“, „დამხობა რეჟიმს“, „თავისუფლება ტყვეებს“.
აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.
ვიდეო: "რადიო თავისუფლება"