თვითმფრინავში ქალის გაშიშვლებამ რეისის გადადება გამოიწვია
აშშ-ში, Southwest Airlines-ის ბორტზე ქალი გაშიშვლდა, რის გამოც ფრენა გადაიდო და თვითმფრინავი ტერმინალში დაბრუნდა. ინფორმაციას nbcnews-ი ავრცელებს.
მგზავრების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ქალი მთლიანად გაშიშვლებულია, თვითმფრინავის სალონში გადაადგილდება და ყვირის.
მედიის ცნობით, შემთხვევის გამო ფრენა 1 საათზე მეტი ხნით გადაიდო.
პოლიციის ინფორმაციით, ქალი რეისიდან მოხსნეს და ნეიროფსიქიატრიულ ცენტრში გადაიყვანეს, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება.