სიახლე მძღოლებისთვის - რა შეიცვალა 1-ლი მარტიდან?
„სამედიცინო შემოწმების გარეშე რეისში ვერცერთი მძღოლი ვერ გავა,“ - აღნიშნულს გულისხმობს მგზავრთა გადაყვანის ახალი წესი, რომელიც 2025 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.
უფრო კონკრეტულად, აღსანიშნავია ისიც, რომ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისთვის პირებს 2025 წლის 1-ლი მარტიდან სპეციალური ნებართვის ვალდებულება წარმოეშობათ. საუბარია, იმ პირებს ვინც ახორციელებს როგორც საერთაშორისო არარეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, ასევე ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო.
გარდა ამისა, 2025 წლის 1-ლი მარტიდან ძალაში შევიდა შემდეგი ცვლილებები:
რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება;საავტომობილო სამგზავრო გადაყვანას არ განახორციელებს პირი, რომელსაც არ გააჩნია საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა;სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია მასთან არსებულ ყველა გადამზიდველთან შეთანხმებული განრიგების შესახებ. განაგრძეთ კითხვა