loader

"ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ" - ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბებიაჩემის სიცოცხლე მორიგ პოსტად იქცევა, რომელსაც უბრალოდ "ასქროლავთ" - ორთაჭალაში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

ორ­თა­ჭა­ლა­ში 5 მარტს მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი, ვა­ლენ­ტი­ნა ასი­ტაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჰქონ­და, "ნი­უ­ჰოს­პი­ტალ­ში" გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც კლი­ნი­კა­ში ამ­ბო­ბენ, და­შა­ვე­ბულს ოპე­რა­ცია ოპე­რა­ტი­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და, მაგ­რამ მდგო­მა­რე­ო­ბა იმ­დე­ნად მძი­მე იყო, მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვე­ღარ შეძ­ლეს. სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, ორ­თა­ჭა­ლა­ში, კა­ლან­და­ძის ასახ­ვევ­თან ტრაქ­ტო­რი და­გორ­და და ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე ქალ­ბა­ტონს და­ე­ჯა­ხა, და­ზი­ან­და სამი ავ­ტო­მო­ბი­ლიც. ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ძაღ­ლი, რო­მე­ლიც და­შა­ვე­ბულ ქალ­ბა­ტონს ხელ­ში ეჭი­რა..

"იორ­კის" ჯი­შის პა­ტა­რა ძაღ­ლი ეჭი­რა ხელ­ში, ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა ძაღ­ლი და და­შავ­და ორი ადა­მი­ა­ნი. ჩემი მე­ზო­ბე­ლი შო­კი­რე­ბუ­ლი იყო. შე­ეს­წრო ამ ფაქტს და თვი­თო­ნაც სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. ამ­ბობს, თვა­ლე­ბი­დან არ ამომ­დის, რო­გორ ფან­ტა­ნი­ვით სდი­ო­და სის­ხლი და­შა­ვე­ბულ­სო. მერე ით­ქვა, რომ მოკ­ვე­თეს მას ფე­ხიო. ახლა გა­ვი­გეთ, რომ გარ­დაც­ვლი­ლა, ასე­თი და­უც­ვე­ლი არ უნდა იყოს ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე, უდა­ნა­შა­უ­ლო

ადა­მი­ა­ნი შე­ე­წი­რა ამ ტრა­გე­დი­ას",- ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი.ამ შემ­ზა­რავ ავა­რი­ას ხალ­ხის პრო­ტეს­ტი მოყ­ვა. იმ ქუ­ჩის მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა აქ­ცი­აც გა­მარ­თეს. ისი­ნი ქა­ლა­ქის მე­რი­ას, ად­გი­ლობ­რივ გამ­გე­ო­ბას მო­უ­წო­დე­ბენ მი­ი­ღონ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი, რომ მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი არ დატ­რი­ალ­დეს. ხალ­ხი შეშ­ფო­თე­ბუ­ლია, რად­გან ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, ადრე იმ ად­გი­ლას ქვე­ი­თი და­ი­ღუ­პა. 2023 წელს და­გორ­და სატ­ვირ­თო მან­ქა­ნა და მა­შინ მო­ზარ­დის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თვლი­ან, რომ და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან.

"ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი გა­ვი­გეთ, გარ­დაც­ვლი­ლა ქალ­ბა­ტო­ნი ვა­ლენ­ტი­ნა. ბეჟან კა­ლან­და­ძის ასახ­ვევ­ში მოხ­და ეს ტრა­გე­დია, ტრაქ­ტო­რი და­გორ­და და 3 ავ­ტო­მო­ბილს და­ე­ჯა­ხა, ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც ერთი წლის წინ სატ­ვირ­თო და­გორ­და და მო­ზარ­დი შე­ი­წი­რა. არა­ვინ აღარ არის და­ცუ­ლი, სახ­ლი­დან გას­ვლის უნდა გე­ში­ნო­დეს ადა­მი­ანს. რას აკე­თებს ტრან­სპორ­ტი­სა და ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო, რას აკე­თებს კრწა­ნი­სის გამ­გე­ო­ბა, თბი­ლი­სის მე­რია, კი­დევ რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უნდა და­ი­ღუ­პოს ამ ად­გი­ლას. შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი ხომ უნდა მი­ე­ღოთ იმ

დიდიტრა­გე­დი­ის შემ­დეგ. აქვე სკო­ლაა, ამ ქუ­ჩა­ზე უამ­რა­ვი ბავ­შვი მოძ­რა­ობს. სა­ერ­თოდ არ უნდა მოძ­რა­ობ­დეს სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბი, რად­გან სა­ში­ში ად­გი­ლია. უკვე მე­ო­რე სი­ცო­ცხლე დას­რულ­და. მა­შინ "კა­მაზ­მა" შე­ი­წი­რა თხუთ­მე­ტი წლის ბიჭი, ახლა ეს ქალ­ბა­ტო­ნი. რამ­დე­ნი ადა­მი­ა­

ნის სი­ცო­ცხლე უნდა შე­ე­წი­როს? არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი იყო, ღი­მი­ლით მო­გე­სალ­მე­ბო­და, უზო­მოდ მე­წყი­ნა მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა. სას­წრა­ფოდ უნდა მი­ი­ღონ ზო­მე­ბი, ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ში­შით უნდა ია­როს აქ მა­ცხოვ­რებ­ლებ­მა? დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი ბავ­შვი მოძ­რა­ობს",- ამ­ბობს ამა­ზე ქუ­ჩა­ზე მცხოვ­რე­ბი ქალ­ბა­ტო­ნი თა­მა­რი და ისიც რე­ა­გი­რე­ბას ითხოვს.განაგრძეთ კითხვა