loader

პარლამენტთან აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პარლამენტთან აქცია განახლდა - პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა. პროტესტის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს.

პროტესტის 99-ე დღესაც მომიტინგეები საკანონმდებლო ორგანოსთან უცვლელი მოთხოვნებით შეიკრიბნენ - დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.

დემონსტრანტები სკანდირებენ: “საქართველო აჯანყდი”, “ხალხის ძალის გეშინოდეთ”, “არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა”, “ცეცხლი პოლიციურ რეჟიმს”, “ძირს რუსული პოლიცია”.

აქციის მონაწილეებს ადგილზე სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.