ცნობილია, ორთაჭალაში ტრაგიკულად დაღუპული ქალის ვინაობა
"ამბები.ge" - ს ინფორმაციით,ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული 70-წლამდე ასაკის ქალი, ვალენტინა ასიტაშვილია.
ცნობისთვის, უბედური შემთხვევა გუშინ, 5 მარტს,მოხდა.
კალანდაძის ასახვევთან ტრაქტორი დაგორდა და სამ მანქანას შეეჯახა.
დაშავდა ორი ადამიანი. მათგან ერთ-ერთი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა. ქალს ოპერაცია "ნიუ ჰოსპიტალში" ჩაუტარდა, თუმცა სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებების გამო მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.