loader

„სულ რაღაც 8 წლისაა, იმ არ სახსენებელ სიმსივნეს ებრძვის! ამხელა ტკივილს უძლებდეს და თანაც მარტო? გემუდარებით! ჩვენი ერთობის ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ!“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

„სულ რაღაც 8 წლისაა, იმ არ სახსენებელ სიმსივნეს ებრძვის! ამხელა ტკივილს უძლებდეს და თანაც მარტო? გემუდარებით! ჩვენი ერთობის ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ!“ – სანდრო ელოშვილი მიმართვას ავრცელებს

რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"დიდი ხანია ეს ამბავი გრძელდება, დიდი ხანია ჩვენც ამ ბრძოლაში ვართ მეგობრებო, წინაზე ერთად რაც შევძელით ისაა, რომ აგერ ფაქტია, ჩვენი პატარა მეგობარი ცოცხალია და ჩვენ ყველაზე მეტად გამარჯვებულები!

გთხოვთ რა, შუა გზაში ნუ გავჩერდებით! ბოლომდე მივიყვანოთ ეს ამბავი!

ვიცი, ისედაც მძიმე გარემოა, ისიც ვიცი, უკვე გაწუხებთ ამ ტიპის პოსტებით, მაგრამ მე თვითონ სამი შვილის მამას, ჩემზე ათასჯერ მაგარი მშობელი, რომელიც ყველაფერს შვება საკუთარი შვილის გადასარჩენად, როცა მთხოვს თქვენამდე ამბავი მოვიტანო, უარი როგორ ვუთხრა?!

გთხოვთ რა, ჩვენი ერთობის ძალა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ! სულ რაღაც რვა წლისაა ჩემი სეხნია, იმ არ სახსენებელ სიმსივნეს ებრძვის!...

ამხელა ტკივილს უძლებდეს და თანაც მარტო?

ვისაც რა შეგვიძლია...

გემუდარებით!

#GE32TB7609945061600014 თი ბი სი

#GE54BG0000000161381454 საქ ბანკი" - წერს სანდრო ელოშვილი.