"ეს პოსტი გამაფრთხილებელია!" - ბაია პატარაია
"დღეს შევხვდი ქალს ბორჯომის რაიონიდან. პოლიციელის ცოლია. მოძალადე ქმარი ფხიზელზე თუ მთვრალზე სამსახურის იარაღიდან ისტოდა და ემუქრებოდა ცოლს მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით. სხვა ტიპის ძალადობის შემთხვევებიცაა, რაზეც აქ ახლა არ ვწერ.
პოლიციელი, რომელსაც არ აქვს მართვის მოწმობა, თავისუფლად გადაადგილდება ხან პირადი და ხან სამსახურის მანქანით. ერთხელ ხაშურში ფეხითმიმავალ ცოლს მანქანით აედევნა და მანქანით დატაკების სიმულაციას მიმართა.
ეს ქალი მებრძოლი ქალია. სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, პოლიციის რამდენიმე განყოფილებას მიმართა. იარაღის ვაზნებიც კი მიიტანა სამმართველოში. გენინსპექციასაც მიმართა და სპეციალურ სამსახურსაც. ნოემბრიდან ჩივის და აღარაფრის იმედი აქვს. დღეს მითხრა, რომ ჩვენ მისი ბოლო იმედი ვართ ამ ქვეყანაში.
პოლიციელის ბიძები პროკურატურაში და თავდაცვაში მუშაობენ. ყველა საქმის კურსშია. ყველამ ყველაფერი იცის. ზოგიერთი პოლიციელი მასზე მართლა ღელავს და დახმარებას ინფივიდუალურად ცდილობს, მაგრამ სისტემა ჩამოშლილია.
თებერვლიდან მოყოლებული "საფარის" ადვოკატი ამ ქალის დაზარალებულად ცნობას უშედეგოდ ითხოვს.
ეს პოსტი გამაფრთხილებელი პოსტია!
მიხედეთ საქმეს! ნამდვილ საქმეს და არა მართალი ადამიანების დევნას აქციებზე!
შინაგან საქმეთა სამინისტრო, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქართველოს მთავარი პროკურატურა" - ამის შესახებ კავშირ "საფარის" ხელმძღვანელი, უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს.