"ბაბუა ქალივით ტიროდა, ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში" - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული, 23 წლის ახალგაზრდას ახლობელი?
4 მარტს, თბილისში ავტომობილი მტკვარში გადავარდა. შემთვევის შედეგად ერთი ადამნიანი გარდაიცვალა. ~
გარდაცვლილს ახლობლები ემშვიდობებიან.
"გიგი, შენი ოჯახის ნუგეში არავის შეგვიძლია დაგვამუნჯე და დაგვადუმე გარშემო ყველა ქვაც კი ტირის შენი მშობლების, ცოლის შემხედვარე. სამხარაულში იმის იმედით მივედით რომ იქ შენ არ იქნებოდი,მაინც არ გვინდოდა ამ ფაქტის დაჯერება.ჯიუტად ვეწინააღმდეგებოდით შენი
გარდაცვალების ფაქტს,მაგრამ სულ ტყუილად სული მტკივა და ეს ტკივილი არაფერია იმასთან შედარებით რაც ელისოს და კუსას დამართე ბაბუა ქალივით ტიროდა და ედემის ხმა ახლაც საზარლად ჩამესმის ყურში რატომ ღმერთო,რატომ? 23 წელი გეყო სიცოცხლისთვის?"- წერს გარდაცვლილის ახლობელი.