loader

"ახტა და მუცელში ფეხი ჩაარტყა, ძალიან აგრესიული იყო.... მე რომ მივედი, 5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში" - რას ჰყვებიან "კრაბ კოფის" დამფუძნებლები? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ახტა და მუცელში ფეხი ჩაარტყა, ძალიან აგრესიული იყო.... მე რომ მივედი, 5-ჯერ ჩამარტყა ცხვირში" - რას ჰყვებიან "კრაბ კოფის" დამფუძნებლები?

"ჩვენს სახლთან მოხდა, ერთი ადამიანი დაგვესხა თავს, დანარჩენები გვიყურებდნენ. მერე ყვირილი რომ დავიწყეთ გაიყვანეს. გინება დაიწყო შორიდან, მივედით, ჯერ ქრისტი მივიდა, ახტა და მუცელში ფეხი ჩაარტყა, ძალიან აგრესიული იყო. მე რომ მივედი, 4-5-ჯერ ჩამარტა ცხვირში. ყვირილზე ხალხი მოვიდა, ცხვირი მაქვს გატეხილი, დღეს უნდა ჩამიტარდეს ოპერაცია", - ამბობს "კრაბ კოფის" დამფუძნებელი "TV პირველთან".

შსს - ს ინფორმაციით კი, "კრაბ კოფის" თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარზე შსს-მ ერთი პირი დააკავა.