"ვერც კახი კალაძეს დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებებია" - ირაკლი კობახიძე
ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისის მერისთვის უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით განუცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ.