"ყოველდღე მოგწერთ როგორ ჩაივლის" - ელენე ხოშტარია განცხადებას ავრცელებს
ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:
"დღეს ბრიტანეთი პრაქტიკულად მსოფლიოს ეპიცენტრია, ევროპული ლიდერშიფის უმნიშვნელოვანესი ადგილი. რასაც ბრიტანეთი და ევროპა ებრძვის, ამის ნაწილი საქართველოც არის, რადგან ძირი ყველა პრობლემის სწორედ რუსული სხვადასხვა ფორმის აგრესია და ჩარევაა.
Nika Gvaramia Giorgi Vashadze / გიორგი ვაშაძე სთან ერთად, ჩამოვედით ბრიტანეთში კონკრეტული ამოცანებით:
1. პოლიტპატიმრები - გადავცემთ ოჯახის წევრების წერილს
2. არაღიარების პოლიტიკის გაღრმავება
3. ლეგიტიმური პრეზიდენტის და ოპოზიციის მხარდაჭერა
4. სამოქალაქო სექტორის, მედიის და რეპრესირებული საჯარო მოხელეების ფინანსური მხარდაჭერა
5. სანქციები - კონკრეტული მასალებით
დღეს გვეწყება ორმხრივი შეხვედრები. ყველა პოლიტიკურ ჯგუფს შევხვდებით
ყოველდღე მოგწერთ როგორ ჩაივლის" - წერს ელენე ხოშტარია