4 სიახლე, რომლებიც ქვეყანაში დღეიდან ამოქმედდა
2025 წლიდან ქვეყანაში გარკვეული ცვლილებები უკვე ამოქმედდა. გაიზარდა საჯარო მოხელეების ხელფასები, პენსიები, ცვლილება შეეხო სესხის გაცემის წესს და ა.შ. რიგი ცვლილებები კი ძალაში 1-ლი აპრილიდან შევა.
საქართველოში 2025 წლის 1-ლი აპრილიდან:
სიგარეტი მხოლოდ სადა შეფუთვით გაიყიდება;
პიროტექნიკის გამოყენების წესების დარღვევაზე ჯარიმები ამოქმედდება;
არასრულწლოვნის მიერ 112-ის არამიზნობრივ გამოყენებაზე ჯარიმა ამოქმედდება;
საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაცია განხორციელდება.