მოსკოვში მოკლული გენერალი რომან დუმბაძე საქართველოში ჩამოასვენეს
ბათუმის 25-ე ბრიგადის ყოფილი მეთაური, გენერალი რომან დუმბაძე მოსკოვიდან თბილისში დღეს ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას ოჯახის წევრები, ნათესავები, გენერალი გია ყარყარაშვილი და "სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ბათიაშვილი დახვდნენ. დუმბაძის ცხედარს დღესვე თბილისიდან ბათუმში გადაასვენებენ, სადაც მას დაკრძალავენ.
ირაკლი ბათიაშვილი გენერალის მკვლელობას გარკვეულ პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს. როგორც ბათიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მკვლელობა გაგრძელებაა იმ პოლიტიკური დევნის, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელდა.
ქართველი გენერალი 21 მაისს მოსკოვში მოკლეს. რუსული მედიის ინფორმაციით, დუმბაძე საკუთარ სახლთან ახლოს, რუბლიოვსკაიას გზატკეცილზე მოტოციკლეტიდან დაცხრილეს და ის ადგილზევე გარდაიცვალა.