"თბილისში ტრაქტორი დაგორდა, 3 ავტომობილს და სავარაუდოდ, მოქალაქეს დაეჯახა" - მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს"
თბილისში, ბეჟან კალანდაძის ასახვევთან, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს მოძრაობა "ჩემი ქალაქი მკლავს" აქვეყნებს.
"ბეჟან კალანდაძის ასახვევთან, ტრაქტორი დაგორდა და 3 ავტომობილს დაეჯახა. რა ინფორმაციაც მოგვაწოდეს ასევე, დაეჯახა მოქალაქეს.
ეს ის ადგილია, სადაც დაახლოებით ერთი წლის წინ სატვირთო დაგორდა და მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც დაიღუპა" - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.