loader

ახალი დეტალები ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით - შსს ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი დეტალები ნინოშვილის ქუჩაზე მომხდარ სროლასთან დაკავშირებით - შსს ინფორმაციას ავრცელებს

ნინოშვილის ქუჩაზე, პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებისას ორი პირი დააკავა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნინოშვილის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებას ატარებდნენ, რა დროსაც ორი მოქალაქე, არ დაემორჩილა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს.

უწყების განცხადებით, მათ საგამოძიებო მოქმედების თავიდან არიდების მიზნით სცადეს გაქცევა, პოლიციის 2 თანამშრომელს ავტომობილით შეეჯახნენ და მიაყენეს დაზიანებები. რა დროსაც პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. სამართალდამცველების მიერ დაკავებულია ორი პირი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს.