loader

"დაახლოებით 17 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს ავტომობილს" - რა დეტალები ხდება ცნობილი მეტეხის ხიდთან მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დაახლოებით 17 მეტრის სიღრმეზე მიაგნეს ავტომობილს" - რა დეტალები ხდება ცნობილი მეტეხის ხიდთან მომხდარი უბედური შემთხვევის შესახებ?

მეტეხის ხიდთან, სადაც ავტომობილი ჩავარდა, ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ავტომობილი მდინარე მტკვრიდან ცოტახნის წინ ამოიყვანეს

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, მყვინთავებმა მტკვარში ჩავარდნილი ავტომობილი 17 მეტრის სიმაღლეზე იპოვეს.

მისივე თქმით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით, უცნობია.

"მეხანძრე-მაშველ მყვინთავების მიერ, დაახლოებით, 17 მეტრის სიღრმეზე ნანახი იქნა ავტომობილი. განხორციელდა სამაშველო ღონისძიება, ავტომობილის ამოყვანასთან დაკავშირებით. ავტომობილში ნანახი იქნა მამაკაცის ცხედარი. ვინაობა, ჯერჯერობით, არ ვიცით, ამას დააზუსტებს პოლიცია.

რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ღონისძიება, საკმაოდ რთული ღონისძიება იყო, ვინაიდან ავტომობილი 17 მეტრი სიმაღლეზე იყო ჩავარდნილი. მეხანძრე- მაშველებმა მყვინთავებმა ეფექტურად იმუშავეს და მოხდა ავტომობილის ამოყვანა წყლის ზედაპირზე", - განაცხადა ლევან მუსელიანმა.