loader

"ერთადერთი მიზეზი თუ რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი იყო..." - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ერთადერთი მიზეზი თუ რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი იყო..." - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე?

„ჩვენ ძალიან რთული 3 წელიწადი გამოვიარეთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენმა ქვეყანამ სერიოზული ზეწოლა გამოიარა. ჩვენ გვიწევდა ბეწვის ხიდზე სიარული. რომ არა ჭადრაკისებური გათვლები, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებდა, რასაც ბიძინა ივანიშვილი აკეთებდა, რა თქმა უნდა, რთული იქნებოდა ამ წნეხის გაძლება. იყო პირდაპირი მოთხოვნები, ზეწოლა. გახსოვთ რამდენად რთული იყო ომის დაწყებიდან პირველი დღეები, როცა ჩვენგან ითხოვდნენ სანქციებთან მიერთებას, რაც გამოიწვევდა, როგორც ესკალაციას, ასევე ეკონომიკის ჩამოშლას. ჩვენგან ითხოვდნენ მებრძოლი მოხალისეების გაგზავნას, რაც იქნებოდა ქვეყნის პირდაპირ ომში ჩართვა. გარდა ამისა, ბოლომდე არ ვსაუბრობთ იმ ზეწოლაზე, რომელიც დახურულ კარს მიღმა ხორციელდებოდა. იქ ღია ტექსტებით იყო საუბარი ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ოკუპაციის შემდგომ პარტიზანულ ომზე გადასვლასთან დაკავშირებით. ღია ტექსტებით იყო ამაზე საუბარი. ამას მოყვა პროცესები, რომელიც კანდიდატის სტატუსს უკავშირდებოდა, ერთადერთი მიზეზი თუ რატომ არ მოგვანიჭეს 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი იყო ჩვენი უარი ომში ჩართვაზე, რასაც მოჰყვა რევოლუციის მცდელობები.

ძალიან რთული პროცესები იყო, თუმცა მთავარია ის, რომ საზოგადოება დადგა ხელისუფლების გვერდით, რომ არა საზოგადოების თანადგომა ვერავითარი გათვლები და სტრატეგიული სვლები ჩვენ ვერ მოგვცემდა ქვეყნის გადარჩენის საშუალებას, ხალხი და ხელისუფლება ერთად იდგა, სწორედ ამან მოგვცა მშვიდობის შენარჩუნების საშუალება“,- ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უზბეკეთში განუცხადა