"ეს არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის" - რას წერს რომან გოცირიძე?
გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს, - ამის შესახებ რომან გოცირიძე წერს:
"გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.
ივანიშვილის მიზანი იყო მისი ციხეში გამოკეტვა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით ამ აქტივების ჩამორთმევა ( კრიპტოკოდების გამოძალვა).ეს ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების ფიასკოს მაჩვენებელიცაა.რა გადაწყვეტიკებაც უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, მისი
შედეგები უკვე არავის ადარდებს და სტრასბურგის სასამართლოში გაუქმდება.ბაჩიაშვილის საკითხმა დამატებითი როლი ითამაშა ივანიშვილის რეჟიმის მხილებაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს გარედან.ქოცებში კი ტრაურია. ყველა დროშა დაშვებულია ივანიშვილის კუთვნილი სასახლეებიდან," - წერს გოცირიძე.