loader

"ზუს­ტად ასე­თია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­თის მი­მართ" - რას წერს თეონა კონტრიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ზუს­ტად ასე­თია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­თის მი­მართ" - რას წერს თეონა კონტრიძე

რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თე­ო­ნა კონ­ტრი­ძე, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც რუ­სეთს მად­ლო­ბა უხ­დის. მომ­ღე­რა­ლი წერს, რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მის­თვის და მათ შო­რის მისი ინ­ვა­ლი­დი მე­უღ­ლის უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის.

"დღეს და­ი­წყო დიდი მარ­ხვა - დრო, რო­მე­ლიც მოგ­ვე­ცა გან­წმენ­დის­თვის, და­ფიქ­რე­ბის, გულ­წრფე­ლი სი­ნა­ნუ­ლი­სა და მად­ლი­ე­რე­ბის­თვის. მინ­და, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო დიდ ქვე­ყა­ნას, ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლეს რუ­სეთს, ყვე­ლაფ­რის­თვის, რა­საც ის ჩემ­თვის აკე­თებ­და და აკე­თებს - გა­ნათ­ლე­ბის­თვის, ჩემი ინ­ვა­ლი­დი მე­უღ­ლის უფა­სო მკურ­ნა­ლო­ბის­თვის, ჩემი სა­ო­ცა­რი მე­გობ­რე­ბის­თვის, სა­კუ­თა­რი თა­ვის სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბის­თვის, იმ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის, რო­მელ­საც რუ­სე­თი გას­ცემს.

თუ რუ­სე­თი მი­გი­ღებს, მა­შინ ბო­ლომ­დე, მთე­ლი გუ­ლით მი­გი­ღებს - მისი ნა­წი­ლი ხდე­ბი, მისი ოჯა­ხის წევ­რი.

მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი რწმე­ნა, რო­მე­ლიც ჩემ­თან არის მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა, რო­მე­ლიც მხარს მი­ჭერს და მას­წავ­ლის რუ­სე­თის რწმე­ნას, მის მიერ არ­ჩე­უ­ლი გზის სის­წო­რეს, მისი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უკომ­პრო­მი­სო­ბას, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ურ­ყევ­ლო­ბას, მის ლი­დე­რო­ბას.

მხო­ლოდ სა­ერ­თო სიყ­ვა­რუ­ლი შე­იძ­ლე­ბა იყოს ნამ­დვი­ლად ბედ­ნი­ე­რი. ზუს­ტად ასე­თია ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი რუ­სე­თის მი­მართ. ყვე­ლა­ფერს, რა­საც სა­უ­კე­თე­სოდ ვა­კე­თებ, ჩემი მუ­სი­კაა, მთე­ლი ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბა მის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და.

ნუ­გე­შით, რწმე­ნი­თა და კე­თი­ლი საქ­მე­ე­ბით სავ­სე იყოს დიდი მარ­ხვის დღე­ე­ბი. სუ­ლი­ე­რი სიმ­ტკი­ცე და მტკი­ცე რწმე­ნა ყვე­ლა ჩვენ­განს!"

ცნობისთვის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თე­ო­ნამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­უღ­ლის ნი­კო­ლაი კლო­პო­ვის და­ა­ვა­დე­ბა­ზე ისა­უბ­რა. მომ­ღერ­ლის ქმარს, ხუთი წლის წინ, გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზის დი­აგ­ნო­ზი და­უს­ვეს. გა­სუ­ლი წლი­დან კი მა­მა­კა­ცი ეტლს მი­ე­ჯაჭ­ვა