loader

ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიას ასა­ჯა­რო­ებს, რო­მელ­თაც ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლათ - ნახეთ სრული სია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიას ასა­ჯა­რო­ებს, რო­მელ­თაც ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლათ - ნახეთ სრული სია

ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო სა­ქარ­თვე­ლოს იმ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სიას ასა­ჯა­რო­ებს, რო­მელ­თაც ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლათ.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, უწყე­ბის ცნო­ბით, ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლა აეკ­რძა­ლათ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებს: ლაშა ტა­ლა­ხა­ძეს, ირაკ­ლი ზარ­ქუ­ას, ვიქ­ტორ სა­ნი­კი­ძეს, გელა სამ­ხა­რა­ულს და პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ წევრ ბექა ოდი­შა­რი­ას. ასე­ვე, მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა და პო­ლი­ტი­კურ მოძ­რა­ო­ბა "ალტ-ინფო“ -სთან და­კავ­ში­რე­ბულ პი­რებს: კონ­სტან­ტი­ნე მორ­გო­ში­ა­სა და ზუ­რაბ მა­ხა­რა­ძეს.

გარ­და ამი­სა, ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლის აკ­რძალ­ვა ეხე­ბათ შემ­დეგ მო­სა­მარ­თლე­ებს, პრო­კუ­რო­რებ­სა და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს: ირაკ­ლი ხუს­კი­ვა­ძეს, თა­მარ მჭედ­ლიშ­ვილს, ლელა მა­რი­დაშ­ვილს, ლე­ვან ყოლ­ბა­ი­ას, და­ვით მგე­ლი­აშ­ვილს, ნანა შა­მა­თა­ვას, თე­ო­ნა ეპი­ტაშ­ვილს, არ­სენ კა­ლა­ტო­ზიშ­ვილს, ლელა კა­ლი­ჩენ­კოს, და­ვით კურ­ტა­ნი­ძეს, ირმა ტო­გო­ნი­ძეს, გუ­ლი­კო ყა­ჟაშ­ვილს, ქე­თე­ვან ჯაჭ­ვა­ძეს, ნინო თა­რაშ­ვილს, გი­ორ­გი გე­ლაშ­ვილს, ნა­თია გუ­და­ძეს, ნატო ხუ­ჯა­ძეს, ზვი­ად შა­რა­ძეს, ირაკ­ლი დგე­ბუ­ა­ძე­სა და ეკა ბარ­ბა­ქა­ძეს; პრო­კუ­რო­რებს: ვაჟა თო­დუ­ას, შმა­გი გო­ბე­ჯიშ­ვილს, ზვი­ად გუ­ბე­ლა­ძეს, ანა მეტ­რე­ველს, გი­ორ­გი მუ­კბა­ნი­ანს, როინ ხინ­თი­ბი­ძეს, თა­მარ ია­კო­ბი­ძეს, ვლა­დი­მერ თურ­მა­ნი­ძეს, ნუგ­ზარ ჭი­ტა­ძეს, თორ­ნი­კე გო­გეშ­ვილს, პა­ა­ტა ცე­ცხლა­ძეს, ზაზა მე­ტო­ნი­ძეს, ნინო სა­ხე­ლაშ­ვილს, მალ­ხაზ ოქ­რო­პი­რაშ­ვილ­სა და ვერა დო­ლი­ძეს; პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს გი­ორ­გი ჩა­რე­ქაშ­ვილს, თორ­ნი­კე მე­ნაბ­დეს, სულ­ხან კიკ­ნა­ძეს, რე­ვაზ წურ­წუ­მი­ას, ზვი­ად მარ­გვე­ლანს, ზუ­რაბ ჭა­რი­ბაშ­ვილს, და­ვით მა­რუ­აშ­ვი­ლის ოთარ გე­ლაშ­ვილს, ნო­და­რი ზე­ნა­იშ­ვილ­სა და ბერ­დია ფე­რა­ძეს; აჭა­რის რე­გი­ო­ნის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს გრი­გოლ ბე­სე­ლი­ას და და­ვით ათა­ბე­გაშ­ვილს; ბა­თუ­მის პო­ლი­ცი­ის უფ­როსს გოჩა ვა­ნა­ძეს.

"ხელი მო­ვა­წე­რე ბრძა­ნე­ბას, რომ­ლი­თაც ეს­ტო­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს 55 მო­ქა­ლა­ქეს, მათ შო­რის პრო­კუ­რო­რებს, მო­სა­მარ­თლე­ებს, პო­ლი­ცი­ე­ლებს, დე­პუ­ტა­ტებ­სა და სხვა პი­რებს ქვე­ყა­ნა­ში შეს­ვლას უკ­რძა­ლავს“, - აცხა­დებს ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი მარ­გუს ცაჰკნა.

ეს­ტო­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ეს­ტო­ნეთ­ში შეს­ვლა, სა­ერ­თო ჯამ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს 83 მო­ქა­ლა­ქეს აქვს აკ­რძა­ლუ­ლი.