"ამ ხალხს ვეჩხუბებით?! სიგიჟეა, ჩვენ არ გვაქვს სწორი წარმოდგენა, რა ხდება რეგიონებში... გაღატაკებული ადამიანის ყიდვა არის შესაძლებელი ერთ კილო კარტოფილად" - ნანუკა ჟორჟოლიანი
"გურულებო, შტაბების დახურვა არ ნიშნავს თქვენზე ზრუნვის შეწყვეტას.
იცოდეთ, ჩვენი სიყვარული სამუდამოა.
გურული მოხალისეები ადგილზე არიან და როგორც კი მივიღებთ შეტყობინებას რომ თქვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მაშინვე თქვენთან გავჩნდებით.
ადგილზე რჩება რამდენიმე მოხალისე, მათ შორის სავა, რომელიც გურულებთან ერთად დადის და ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ხალხს სახურავების შეკეთებაში ეხმარება.
ასევე, მინდა ნახოთ ვიდეოს სრული ვერსია, რომელიც ოზურგეთის მერს, თუ მის მოადგილეს კონტექსტიდან ამოუჭრია.
ამ საუბრის დროს, ეკრანზე გადიოდა ბაბუს კადრები ცოცხლად რომ ლპება.
როგორც კი თოვლი დადნება, ამ და სხვა მოხუცებთან ჩამოსვლას ვაპირებთ მათი ჯოჯოხეთური ცხოვრება რომ შევცცალოთ.
თუ ვინმეს სიცოცხლესაც საფრთხე დაემუქრება იცოდეთ, რომ უნდა დარეკოთ იგივე ნომრებზე, სადაც რეკავდით და მაშინვე თქვეთან ვიქნებით" - ამის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
ვიდეო: "შუადღე Live"