2025 წლის "ოსკარის" გამარჯვებულები ცნობილია
ლოს-ანჯელესში ოსკარის რიგით 97-ე დაჯილდოება გაიმართა.
წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმად "ანორა" დასახელდა. ფილმმა ხუთი „ოსკარი“ მოიპოვა : საუკეთესო ფილმის, საუკეთესო რეჟისორის, სცენარის, მონტაჟის, ასევე ქალის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებლის „ოსკარი“ მაიკი მედისონისთვის.
ამასთან, სამი "ოსკარი" მიიღო ფილმმა "ბრუტალისტი": მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შემსრულებელ ედრიენ ბროუდისთვის, საუკეთესო ოპერატურისთვის და საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის.
ფილმში "ანორა" ქალის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებლისთვის "ოსკარი" მსახიობ მაიკი მედისონს გადაეცა.
ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლად ზოი სალდანი დასახელდა ფილმში: "ემილია პერესი“ შესრულებული როლისთვის. მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი "ოსკარი" კირან კალკინს გადაეცა ფილმისთვის "ნამდვილი ტკივილი".
საუკეთესო რეჟისორად შონ ბეიკერი დასახელდა ფილმისთვის: "ანორა".
ამერიკული კინოაკადემიის 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდის Dolby Theatre-ში გაიმართა. მას ცნობილი ამერიკელი თოქ-შოუს წამყვანი კონან ო’ბრაიენი უძღვებოდა.