loader

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს განცხადებით, "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ცესკოს განცხადებით, "საპრეზიდენტო არჩევნების" მეორე ტურში ბადრა გუნბამ გაიმარჯვა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისია“ აცხადებს, რომ „საპრეზიდენტო კანდიდატმა“ ბადრა გუნბამ „არჩევნების“ მეორე ტურში ხმების 54.73% მიიღო და აფხაზეთის „პრეზიდენტი“ გახდა.

„1-ელ მარტს ჩატარებული განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების 70%-მა, რაც შეადგენს 100 412 ადამიანს. კენჭისყრის წინასწარი შედეგებით, ადგურ არძინბამ მიიღო ხმების 41.54%-ი, ბადრა გუნბამ- 54.73%-ი, აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტია ბადრა გუნბა“, - განაცხადა ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ“ დიმიტრი მარშანმა.

შეგახსენებთ, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური“ გუშინ ჩატარდა.