"მეგობრებთან ერთად წასულა და ეს ტრაგედია დატრიალდა... ძალიან განვიცდი ამ ამბავს, ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის" - ცნობილია საბადურის ტყეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
საბადურის ტყეში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა და ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
"კვირის პალიტრის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ზუგდიდელი ახალგაზრდა თემურ თოდუაა.
"თემო თოდუა არის გარდაცვლილი ახალგაზრდა, 34 წლის იქნება თემო, ზუგდიდის სოფელ ნარაზენიდან. თბილისში ცხოვრობდა მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, ძალიან ღირსეული პიროვნება, ოჯახზე და ცოლ-შვილზე შეყვარებული. კარგი მეუღლე და მამა, კარგი შვილი გახლდათ. ძალიან მიჭირს მასზე წარსულში საუბარი. ვერ ვიჯერებ, რომ თემო აღარ არის ჩვენ გვერდით. ასეთი ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ. ძალიან განვიცდი ამ ამბავს, ახალგაზრდაა, 34 წლის. ძალიან მშრომელი ბიჭი იყო. განაგრძეთ კითხვა>>>