"ოჯახის თანხმობით მივიღეთ გადაწყვეტილება" - ვრცელდება 86 წლის მოხუცის გამოყვანის კადრები სოფელ ორმეთიდან
მოხალისეებმა სოფელ, ორმეთიდან 86 წლის ქალი სახელდახელოდ გაკეთებული თუნუქის ციგით გამოიყვანეს
"ადგილზე ასულებს რთული სიტუაცია დაგვხვდა. 86 წლის ქალი რომელიც ვერ გადაადგილდებოდა თავისით,გამოსაყვანი იყო ავარიული სახლიდან,რომლის სახურავიც იყო დალეწილი და იყო ჭერის დანგრევის რისკი.
მეზობლად სახლები უარეს მდგომარეობაში იყო,სამაშველო სამსახურს ამოსასვლელად მინიმუმ რამდენიმე საათი დასჭირდებოდა,ამიტომაც რისკების გათვალისწინებით მივიღეთ გადაწყვეტილება ევაკუაციაზე.
საკაცით გამოყვანა რელიეფის და თოვლის გათვალისწინებით საშიში იყო. კიბით,თუნუქით და მცირე კინეტიკური ჩარევით ადგილზე დავამზადეთ მარხილი,დავაწვინეთ ზედ ლამარა ბებო და დავეშვით. 1.5კმ-ს გავლას სამ საათზე მეტი დასჭირდა,თუმცა ყველაფერი ქირურგიული სიზუსტით დავასრულეთ.
ლამარა ბებო ევაკუირებულია ბათუმში,შვილიშვილებთან. მადლობა ამ "თავხედობაში" მონაწილე ყველა მოხალისეს.ძალა ერთობაშია! " - წერს გიორგი წეროძე და ვიდეოს ავრცელებს.