საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
ამასთან, საქართველოს ნაკრები ანთიმოზ ივერიელის თასს მეცხრამეტედ დაეუფლა.
მატჩის ორივე ნახევარი "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით წარიმართა. კერძოდ, პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 29:0 დაამარცხა.
„ბორჯღალოსნები“ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა კი კვლავ თბილისში გაიმართება.