loader

ვრცელდება თავდასხმის კადრები; არიან დაჭრილები - ოკუპირებულ აფხაზეთში, "საარჩევნო უბანზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება თავდასხმის კადრები; არიან დაჭრილები - ოკუპირებულ აფხაზეთში, "საარჩევნო უბანზე" შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

კუპირებულ აფხაზეთში „საარჩევნო უბანზე” თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლების" პროექტი, “ეხო კავკაზა” ავრცელებს.

მათი ცნობით, შეიარაღებული თავდასხმა გაგრის რაონის ქალაქ განთიადის სკოლა N2-ში მდებარე ე.წ. საარჩვენო უბანზე მოხდა დაახლოებით, 19:30 საათზე, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაიჭრა, ასევე დაზიანდა „საარჩევნო“ ურნა და დოკუმენტები.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ადგილიდან მანქანებით მიმალვას ცდილობდნენ.

ე.წ. სამართალდამცავებმა ბლოკ-პოსტი “მუსერა” გადაკეტეს, მაგრამ თავდამსხმელები გაჩერების შესახებ ბრძანებას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გახსნეს.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, “საარჩევნო უბანზე” თავდასხმაში დაახლოებით, 20 ადამიანი მონაწილეობდა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა მომხდარის შედეგად საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა.