loader

"უცნაურ ისტერიკაში არიან, ძალიან არასპორტულია, ადამიანს ბრალი დასდო და პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე. არ გიხდებათ ეს საქციელი" - ვინ უპირისპირდება ნანუკა ჟორჟოლიანს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცნაურ ისტერიკაში არიან, ძალიან არასპორტულია, ადამიანს ბრალი დასდო და პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე. არ გიხდებათ ეს საქციელი" - ვინ უპირისპირდება ნანუკა ჟორჟოლიანს?

"ქუთაისის ოფროუდელები უცნაურ ისტერიკაში არიან, ჩვენ არავის დავუფინანსებივართო და ვინ თქვა რომ ვინმემ დაგაფინანსათ, მეგობრებო!" - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში.

"სტატუსს რომელსაც ვპასუხობ დავდებ კომენტარებში. ქუთაისის ოფროუდელები უცნაურ ისტერიკაში არიან, ჩვენ არავის დავუფინანსებივართო და ვინ თქვა, რომ ვინმემ დაგაფინანსათ, მეგობრებო. როცა ანგარიშს ვაქვეყნებთ, იქ დეტალურად წერია ქალაქები.

ქუთაისი ჩამონათვალში აშკარად არაა.ცუდია რომ ყველა აკომენტარებს თქვენს გვერდზე და მე შეზღუდული მაქვს ეგ შესაძლებლობა. ძალიან არასპორტულია ადამიანს ბრალი დასდო და პასუხის გაცემის საშუალება არ მისცე.

არ გიხდებათ ეს საქციელი. თუ არ გინდათ რომ თქვენი ვიდეო გაზიარდეს, აღარ დადოთ ბიჭებო, სოციალურ ქსელში, ან დააწერეთ, გააზიარეთ მხოლოდ ქოცებმა. წარმატებები ნებისმიერ შემთხვევაში. სპორტშიც და ცხოვრებაშიც, ყველაფერს კარგს გისურვებთ," - წერს ჟორჟოლიანი.

მანამდე კი ქუთაისის ოფროუდ ფედერაციამ გამოაქვეყნა სტატუსი, სადაც წერდნენ:

"მოგესალმებით, ფეიკ ინფორმაციებს ავრცელებენ არ დაუჯეროთ არავის. ჩვენი ფოტო აიღეს უკითხავად. ჩვენ გამო არავინ არაფერი არ ჩარიცხოთ არცერთი თეთრი, ნანუკას ფონდში. დღემდე ისე ვმოძრაობდით არცერთი თეთრი არ აგვიღია არავისგან შეგნებულად. არ ვართმევდით არავის არაფერს. ესეთი რამე რომ არ მოხდარიყო, მაგრამ მაინც ასე უაზროდ იქცევიან. ფედერაციის თითოეულმა წევრმა აკრიბა თანხა და დაეხმარა ხალხსს, ყველაფრით ნუ სარგებლობთ, ახვრებო!" - ნათქვამია განცხადებაში.

222-1740853947.png