"ამ ამბავმა მეც შოკში ჩამაგდო" - რა კადრებს აქვეყნებს ნანუკა ჟორჟოლიანი?
თბილისიდან ჩასულ მოხალისეებს არც თოვლი უკვირთ და არც რთული გზა.უკვირთ ის სიღატაკე რომელიც რეგიონში დახვდათ.“აქ ხალხს დღეებია საჭმელი არ უჭამიათ”. ასეთია თითქმის ყველა შეტყობინება, მაგრამ ამ ამბავმა მეც შოკში ჩამაგდო, - წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და კადრებს აქვეყნებს.
"თბილისიდან ჩასულ მოხალისეებს არც თოვლი უკვირთ და არც რთული გზა.უკვირთ ის სიღატაკე რომელიც რეგიონში დახვდათ.“აქ ხალხს დღეებია საჭმელი არ უჭამიათ”. ასეთია თითქმის ყველა შეტყობინება, მაგრამ ამ ამბავმა მეც შოკში ჩამაგდო.
ოფროუდის ბიჭები ყველაზე რთულ ადგილებში მიდიან. თითქმის მიუვალ სახლებში.ამ ოჯახში მისვლა რამდენჯერმე მოუწიათ.პირველად როდესაც ეს მდგომარეობა დახვდათ და მეორედ, როცა ექიმები აიყვანეს და საკვები აუტანეს ოჯახს.
ბაბუ ცოცხლად ლპება. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.შვილს ქცევის დარღვევა აქვს, მაგრამ დიაგნოზი არც კი იციან.დანარჩენს თქვენც ნახავთ.ოფროუდის ასოციაციამ წარმოუდგენელი შრომა გაწია ამ დღეებდი და მადლობა ყველას! საქართველოს ოფ-როუდერთა ასოციაცია / Georgian Off-Roaders Associationყველა რეგიონის წარმომადგენელს.მადლობა ასოციაციის ხელმძღვანელს! ზურაბ არველაძე," - წერს ჟორჟოლიანი.