მგზავრები თბილისის აეროპორტის შენობაში შეუშვეს - რას ამბობენ სუს-ში
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული ღონისძიებები დასრულდა. მგზავრები აეროპორტის შენობაში შეუშვეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შენობაში მყოფ მგზავრებს ტერიტორია დაატოვებინეს.
„რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ერთ-ერთმა მგზავრმა მათ უთხრა, რომ ევაკუაციის შესახებ აეროპორტის ტერიტორიაზე ხმოვანი შეტყობინებით გამოაცხადეს, თანამშრომლებმა კი მგზავრები გარეთ გაიყვანეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, „სუს-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ახორციელებს უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“.