loader

ვოლოდიმირ ზელესნკიმ დაძაბული შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლი დატოვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვოლოდიმირ ზელესნკიმ დაძაბული შეხვედრის შემდეგ, თეთრი სახლი დატოვა

ამერიკული არხ CNN-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დაგეგმილი ერთობლივი პრესკონფერენცია აღარ გაიმართება. მედიის ცნობით, უკრაინული დელეგაცია ამ მომენტში თეთრ სახლს ტოვებს.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ტრამპს, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის კამერების წინაშე კამათი მოხდა.

შემდეგ დონალდ ტრამპმა პლატფორმა Truth Social-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ ზელენსკიმ უპატივცემულობა გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ და მას შეუძლია აშშ-ში დაბრუნდეს, როდესაც მზად იქნება მშვიდობისთვის.